“იმ დროს, როცა ამას ვაცხადებდი პარლამენტში, კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, ჩემთვის ნათელი იყო რომ მმართველი პარტია არ აპირებდა და არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა თუნდაც ნაწილი ამ 9 ნაბიჯისა. მაგრამ, როცა 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები მე მაინც მივმართე მმართველ პარტიას და პირველ რიგში მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ ესენიც ჩართულიყვნენ თუ ამისი სურვილი ექნებოდათ ამ პროცესში. რადგანაც პასუხი არ მიმიღია, მივმართე ახალდანიშნულ თავმჯდომარეს, იმას, რომელიც დღეს თამაშობს რაღაც შერბილებას და ვიოთომცდა რუსული კანონის წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლში დგება, რომ მე ვარ ცოტა განსხვავებული სხვებისგან. არ ვიცი რისთვის, ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ იმისგანაც არ მიმიღია არანაირი პასუხი” -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...










