“რაც შეეხება უზენაესის ორ მოსამართლეს – ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს, მე ვერ ჩავერევი სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ მე მგონია, რომ ერთს მინიმუმ აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ…
ერთადერთი ორგანო, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმარტონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს საბჭო” -ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე










