პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესება არასწორია და თუ ვინმეს თეატრში, რესტორანში ან სადმე სხვაგან წასვლა უნდა, უნდა წავიდეს და პასუხისმგებლობაც მას უნდა დაეკისროს.
“მარტივია: მე ვარ თეატრი, გინდა მოსვლა, მოდიხარ, შენი პასუხისმგებლობაა, თუ არა და ეგდე სახლში.
მე ვარ რესტორანი, თუ გინდა, მოდიხარ ჭამ, მე გემსახურები, თუ არ გინდა, ეგდე სახლში.
მე ვარ ჯიმი, ვვარჯიშობთ აქ ხალხი, თუ გინდა, მოდიხარ, ვარჯიშობ, თუ არადა კისერი გიტეხია.
თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეშინია, ნუ ახვალ, მე მჭირდება.
მარტივი რამეა, ყველა იღებს პასუხისმგებლობას თავის ქცევაზე და მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ რაღაც განსაკუთრებულს არ ითხოვთ”, – დაწერა ზურა ჯაფარიძემ