ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახლადდანიშნული მმართველის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებში წვლილი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიუძღვის.
მთავარეპისკოპოსი უარს ამბობს, ნინო ლომჯარიასთან ნინოწმინდაში შეხვედრაზე, თუმცა, ამბობს, რომ თბილისში მას შეხვდება:
დიდი წვლილი ამ პროცესებში მიუძღვის სახალხო დამცველს, იმიტომ, რომ როდესაც ქორეპისკოპოსი ვიყავი მაშინ უნდა გვცოდნოდა საპატრიარქოს რა ხდებოდა და რა არა, თუ ჰქონდა ინფორმაცია. რადგან არ ვიცოდი მაგის დანაშაულია, ამიტომ ვუყურებ, როგორც დამნაშავეს. თუ სახალხო დამცველია და კონსტიტუცია აძლევს ამის უფლებას, მე სულ არ მაინტერესებს რას წერდა იმაში [ანგარიშებში] ჩვენთვის [საპატრიარქოსთვის] მოეწერა. მე ვამბობ, რომ არ ვუშვებ, შევხვდები თბილისში, რა კითხვებიც მაქვს გამცეს პასუხი, თვითონ რა კითხვებიც აქვს გავცემ პასუხს და თუ დავინახე, რომ არაა დამნაშავე მერე ვნახოთ, სხვანაირად მოვეპყრობი, არ ვარ ის ადამიანი, რომ ზეწოლა განახორციელონ ჩემზე, – ამბობს მეუფე იაკობი.
მისივე თქმით, თუ ვინმე ბავშვს უდიერად მოეპყრობა, მისი ადგილი “მასთან ვერ იქნება”. “თუ რამე დარღვევა იყო პირადად მე მივიღებ გადაწყვეტილებას, არ შევათანხმებ, არ მჭირდება, უკვე მომცეს ის უფლება-მოსილება, რომ მასეთი საკითხები გავარკვიო”, – ამბობს ის.
ინფორმაცისა “მთავარი ” ავრცელებს.










