LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მეცნიერები ახალი ანტიბიოტიკის შექმნას ბაყაყის პეპტიდის გამოყენებით აპირებენ

მეცნიერები ახალი ანტიბიოტიკის შექმნას ბაყაყის პეპტიდის გამოყენებით აპირებენ

დაპოსტა 2025/03/27-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

ბაყაყები ასობით მილიონი წლის განმავლობაში თითქმის ყველა კონტინენტზე გავრცელდნენ – ტროპიკული ჯუნგლებიდან დაწყებული, სუბარქტიკული ტყეებით დასრულებული.

ევოლუციის პროცესში მათ გამორჩეული თავდაცვითი მექანიზმები გამოიმუშავეს, მათ შორის აქამდე უცნობი ანტიბიოტიკები. ასე ისინი ტენიან გარემოში მობინადრე უამრავ ბაქტერიასთან იბრძოდნენ. ამ ნაერთების ვარიაციებმა, შესაძლოა, მომავალში ადამიანები მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული პათოგენებისგან დაიცვას.

ახალ ნაშრომში სეზარ დე ლა ფუენტე, პენსილვანიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნური პეპტიდების შექმნას აღწერს. ისინი ანტიბიოტიკების კლასს მიეკუთვნება და სამხრეთ აზიაში მობინადრე ბაყაყის სეკრეტებისგან მიიღეს.

კვლევა დე ლა ფუენტეს ლაბორატორიის წინა ნაშრომებს ეფუძნება. მათში მეცნიერებმა მოულოდნელ ადგილებში აღმოჩენილი ანტიბიოტიკები აღწერეს. ასეთი ადგილებია, თუნდაც, გადაშენებული ორგანიზმების (მაგალითად, მამონტებისა და ნეანდერტალელების) დნმ ანდა ადამიანის ნაწლავის მიკრობიომი.

“თითოეული კვლევის შთაგონების წყარო იმ გარემოს წარმოდგენაა, რომელშიც ევოლუცია პოტენციურად ანტიბიოტიკების განვითარებას შეუწყობდა ხელს”, — ამბობს დე ლა ფუენტე — “ამფიბიები მიკრობებით სავსე გარემოში ცხოვრობენ, თუმცა ინფექციებით იშვიათად ავადდებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ანტიმიკრობულ ნაერთებს გამოიმუშავებენ”.

2012 წელს ჩინელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ Odorrana andersonii-ის სახეობის ბაყაყი ანტიმიკრობულ პეპტიდს, სახელად Andersonnin-D1, გამოყოფს.

ეს ამფიბია პირველად XIX საუკუნეში ბელგიელმა ნატურალისტმა აღწერა. სახეობა უნიკალური სუნით გამოირჩევა, მის მიერ გამოყოფილ პეპტიდს კი კლინიკური გამოყენებისთვის შეუსაბამო თავისებურება ახასიათებს. ეს პეპტიდი გროვებად იკრიბება, რაც ტოქსიკური გვერდითი მოვლენების რისკს ზრდის და ბაქტერიებთან ბრძოლაში ნივთიერების ეფექტიანობას ამცირებს.

დე ლა ფუენტემ და მისმა კოლეგებმა კვლევისთვის პეპტიდის ქიმიურ სტრუქტურაში მცირე ცვლილებები შეიტანეს. შედეგად მათ ანტიბიოტიკებად გამოსადეგი რამდენიმე ვარიანტი მიიღეს, რომლებიც არცერთ გვერდით მოვლენას არ იწვევს.

“სტრუქტურაზე ორიენტირებული დიზაინის მეშვეობით ჩვენ მოლეკულის თანმიმდევრობას ვცვლით”, — ამბობს მარსელო ტორესი, სტატიის თანაავტორი — “შემდეგ კი ვაკვირდებით, ეს მუტაციები როგორ მოქმედებს იმ ფუნქციაზე, რომლის გაუმჯობესებასაც ვცდილობთ”.

მას შემდეგ, რაც სტრუქტურაზე ორიენტირებული დიზაინის ორი ეტაპი გაიარეს, მკვლევრებმა შექმნილი სინთეზური პეპტიდები სხვადასხვა ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. პრეკლინიკური მოდელების გამოყენებით გუნდმა აღმოაჩინა, რომ ახალი ნაერთები საშიში ბაქტერიების წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანია, როგორც უძლიერესი ანტიბიოტიკები, მაგალითად პოლიმიქსინ B. ამასთანავე, მათი გამოყენებისას უჯრედები და ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიები არ დაზიანებულა.

მკვლევრებმა პეპტიდები არამხოლოდ ერთი სახეობის ბაქტერიებთან, არამედ სხვადასხვა უფრო რთულ სიტუაციაში გამოცადეს. ამან მათ საშუალება მისცა, ანტიბიოტიკების ეფექტი რეალურ გარემოში შეეფასებინათ.

“ეს ექსპერიმენტები საკმაოდ რთული ჩასატარებელია, რადგან საჭიროა სხვადასხვა ბაქტერიის ერთდროულად გაზრდა”, – აცხადებს დე ლა ფუენტე.

თუ დამატებითი ტესტირებები წარმატებით ჩაივლის, მკვლევრები შექმნილ პეპტიდებს ახალი ექსპერიმენტული პრეპარატების (IND)დამტკიცების პროცესში ჩართავენ. ეს ბოლო ეტაპია, სანამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ნებართვას გასცემს, რომ პრეპარატი კლინიკურად გამოიცადოს.

დე ლა ფუენტე მედიცინაში ბუნების პოტენციალს უსვამს ხაზს:

“გვიხარია, რომ ბაყაყები და, ზოგადად, ბუნება შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს ახალი მოლეკულების შექმნისთვის. შემდეგ ისინი ანტიბიოტიკებად გარდაიქმნება”, – ამბობს იგი – “ინჟინერიის შესაძლებლობების წყალობით შეგვიძლია, ეს ბუნებრივი მოლეკულები ავიღოთ და კაცობრიობისთვის რაღაც უფრო სასარგებლოდ ვაქციოთ”.

წყარო: პრაიმტაიმი

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა - ინფორმაციას შსს ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჯგუფურად, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
“ვიფიქრე სახლი დაინგრა”-გურჯაანში მაღაზიის  აფეთქება სცადეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული დ.ნ....

დაწვრილებითDetails

მკვლელობა თბილისში-შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო...

დაწვრილებითDetails

რაჭაში ყაჩაღობისა და გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობისა და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციამ 1987 წელს...

დაწვრილებითDetails

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ყველაფერი ჩვეულად მიჰყვება დროის დინებას, მდორედ ერთფეროვნად და ზომიერად, არც რაიმე მოულოდნელი, არც რაიმე ექსტრემალური დღეს არ ჩანს ჰორიზონტზე. დაისვენეთ, მოდუნდით და აღიდგინეთ ძალები. კურო დღევანდელი ახალი კავშირები ძალიან...

დაწვრილებითDetails

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 24 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6936, ევრო – 3.1464, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6334 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"