ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი – მეუფე იაკობი რამდენიმე წუთის წინ პანსიონში ჩავიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ ცოტახანში პანსიონის ტერიტორიზე შეუშვებდა და კითხვებს უპასუხებდა.
ბოლო მონაცემებით, პანსიონში 23 აღსაზრდელი რჩება. ერთ-ერთი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ მეუფე იაკობთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა საუბრის შინაარსს არ აკონკრეტებს.
ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში დაინახავენ, რომ ბავშების პანსიონიდან გაყვანა შეჩერდა ან აქტიურად არ განხორციელდა მონიტრორინგს განახორციელებენ.










