Lionsgate-მა გამოაქვეყნა ფილმის – The Courier-ის ოფიციალური ტრეილერი, სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ბენდედიქტ ქამბერბეჩი და ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობენ.
ფილმი დაფუძნებულია ბრიტანელი ბიზნესმენის გრევილ ვინის (ბენედიქტ კამბერბეჩის) ნამდვილ ამბავზე, რომელიც აიყვანეს ბრიტანულმა და ამერიკულმა დაზვერვამ (MI6- მა და CIA-მ) საბჭოთა კავშირის ოფიცერთან – ოლეგ პენკოვსკისთან (მერაბ ნინიძე) პარტნიორობის და საბჭოთა კავშირიდან საიდუმლოებების გატანის მიზნით.