“დღეს დამირეკა ერთ- ერთმა ამერიკელმა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. 10 წელი გავიდა, აღარც მახსოვდა ეს პიროვნება და სახელიც დავიწყებული მქონდა.
მეკითხება შენ ხომ ევროპის ” ჯორჯიიდან” ხარო. მე ძალიან მიყვარს ეს სპორტი და ევროპის ჩემპიონატს ” სოკერს” ვუყურებო. ( ასე ეძახიან ამერიკელები ჩვენ ფეხბურთს). როგორ მომეწონა თქვენი ფეხბურთელებიო. ძალიან ვისიამოვნე მათი ყურებითო.
მოწყენილად ვუთხარი, ერთი წავაგეთ და ერთი ფრე გვაქვს და არ ვიცით რა იქნებათქო.
მიპასუხა. მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ააქვსო. თქვენ საამაყო სპორტცმენები გყოლიათო. რატომ არასოდეს თქვიო.
ხო და დავიწყე ტრაბახი და რა დავიწყე.
ჩვენ არც ერთი ფეხბურთელი ნაყიდი არ გვყავსთქო. ყველა არის ქართველი. სხვები იხდიან ფულს ჩვენს ფეხბურთელებშითქო.
მერე გადავედი მოჭიდავეებზე, ბოქსიორებზე, ძალოსნებზე, მოჭადრაკეებზე.
მერე ხელოვნებაზე.
ცოტა ხნით სიჩუმე იყო .მეგონა კონტაქტი გაწყდა და ვკითხე, აქ ხართქო. კი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებო. რომ ვუთხარი 3 მილიონი ვართთქო.
სულ ოო მაი გად იძახააა.
მადლობა ბიჭებო, რომ ვამაყობდი თქვენით.
ჩვენ კი უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის დესპანი ჩვენი სამშობლოს გარეთ.
” – წერს სოციალურ ქსელში რუსუდან ჩერქეზიშვილი.










