LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაშველის ცოლი ვარ და ნებსით თუ უნებლიეთ, თითქმის ყველაფრის თანამონაწილე ვხდები – რას წერს ნინო თვალთვაძე

მაშველის ცოლი ვარ და ნებსით თუ უნებლიეთ, თითქმის ყველაფრის თანამონაწილე ვხდები – რას წერს ნინო თვალთვაძე

დაპოსტა 2023/08/09-ში
A A
166
ნახვა
გაზიარება

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაზე ეხმიანება.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ამ დღეებში სულ ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა დავწერო ან ვთქვა და არ გამომდის. სიტყვები იმ ემოციებს ვერ გამოხატავს და უფასურდება ყველაფერი და აღარც სურვილი გრჩება რამის თქმის. ეს დღეები განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ჩემს შვილებს, ჩემი მეგობრების და ბევრი ახლობლის შვილებსაც შეეხო, ჩვენ გადავრჩით – ბევრი ვერ გადარჩა. მე მაშველის ცოლი ვარ და ნებსით თუ უნებლიეთ, თითქმის ყველაფრის თანამონაწილე ვხდები, რაც ხდება იმერეთის რეგიონში. ამ დილითაც 5 საათზე რაციის ხმამ გამაღვიძა – “ინიციატორის ინფორმაციით ახალგაზრდა კაცმა თავის ჩამოხრჩობა სცადა ამა და ამ სოფელში, შეიძლება ისევ ცოცხალი იყოს…” ამას იმიტომ ვწერ, რომ ვინც აქ მაშველებზე იწერებით, იმის ნახევარზეც არ გაქვთ წარმოდგენა სინამდვილეში რას გადიან ყოველ დღე, რამდენი დამხრჩვალი ბავშვი, ქალი თუ კაცი ამოყავთ, ან რამდენ ავარიას ხედავენ, დანგრეულ სახლებში, მიწაში, წყალში კვირაობით ეძებენ ცხედრებს თუ ხრამში გადავარდნილებს. მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ შოვის ამბავი იმდენად მასშტაბურია და მძიმე, რომ ძლივს უძლებენ იმას რასაც აკეთებენ და უყურებენ. მე მგონია, რომ ყველა რაღაც ზღვარზე ვართ და რასაც ვკითხულობ, ამაში ყოველ დღე მარწმუნებს.

ისეთი ქვეყნის ხალხისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ნებისმიერი დიდი კრიზისი გამოცდაა ნერვების. მარტო ამ სამი წლის განმავლობაში – გამოვიარეთ პანდემია, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაგვეღუპა, დაიწყო ომი უკრაინაში და ყოველ დღე გვესმის და ვფიქრობთ, რომ ჩვენთანაც იგივე შეიძლება მოხდეს, უპრეცედენტო სტიქიურმა მოვლენამ წაგვართვა ბავშვები, ქალები, კაცები ალბათ ყველაზე საშინელი სიკვდილის ფორმით, 15 წლის წინ – ჩვენთანაც ომი იყო ამ დღეებში, 2 თვის ბავშვით და ქმრით, რომელიც სამართალდამცავი იყო რაზე ვფიქრობდი, გახსენებაც არ შემიძლია, მანამდე იყო 90-იანები, რომელიც გამოვიარეთ…ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ კიდევ კარგად ვართ…
რაც შეეხება ამ სივრცეს – იწერება ძალიან ბევრი ტყუილი, წარმოუდგენლად ბევრი, მარტო იმას გეტყვით მაგალითად, რომ ჩვენი შვილების ბანაკის სურათი დადო ვიღაცამ, თითქოს, როგორც დაღუპულების შოვში. უმეტესობა იბრალებს იმის ცოდნას, რაზეც წარმოდგენა არ აქვს და არც აინტერსებს, მთავარია პოზიცია დააფიქსიროს მტკიცებით ფორმაში. არავინ არავის ენდობა, ყველას პოზიცია მიკერძოებული გვგონია, თითქმის ყველას ამოწურული აქვს ნდობის მანდატი და მარტო იმათ ელაპარაკებიან ვინც ეთანხმებათ, სხვა აზრი არ მიიღება. და დავრჩით ასე ნაკლები ცოდნის, ფაქტების გარეშე და გავეშებული ემოციების ამარა, უმეტესად – აგრესიის. ყველა-ყველას რაღაცას მოუწოდებს, ჭკუას ასწავლის, არიგებს, ამუნათებს…

და ბოლოს, საზოგადოებაში არსებობს შიში, რომ ეს ყველაფერი არ განმეორდეს, არსებობს შიში და კითხვები რიკოთთან დაკავშირებით. ამაზე სალაპარაკოა მშვიდად და პროფესიონალურად!” – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე.

3 აგვისტოს შოვში სტიქიური უბედურება დატრიალდა. განვითარდა ღვარცოფული პროცესები. ბუბას ხეობაში ჩამოშლილმა უზარმაზრმა მასას საკურორტო ზონა მთლიანად გაანადგურა. დაღუპულია 20 ადამიანი, 20-მდე დაკარგულს კიდევ ეძებენ. შოვში სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჯმში მიმდინარეობს.

გაზიარება66

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"