საფეხბურთო მატჩის ჩვენება, გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივები ესწრებოდნენ.თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს გულის შეტევა განუვითარდა და ის ადგილზე დაიღუპა.კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირება საჯარო სივრცეებში მიმდინარეობს, სადაც გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრებს ადევნებენ თვალს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.










