LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

მატყუარები და არასანდო ადამიანები ხართ – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

დაპოსტა 2020/09/09-ში
A A
178
ნახვა
გაზიარება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, ვისაც გუშინ ესაუბრა, მატყუარებს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი უღირსად იქცევიან. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათ ჰყავთ წყაროები და კავშირებიც აქვთ, რომლითაც სატელეტიდან გადაღებული ფოტომასალა მოიპოვეს.

ადვოკატი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მიმართავს და უნდობლობას უცხადებს.

„არათუ ნდობა, პირდაპირ გეუბნებით, გუშინ ვისაც გესაუბრეთ, ერთი მისხალი ნდობაც კი აღარ მექნება თქვენ მიმართ იმიტომ, რომ ძალიან მატყუარები და არასანდო ადამიანები ხართ. გუშინ ჩვენ პირადი საუბრებიც გვქონდა და შეთანხმებულებიც ვიყავით, რომ ორი დღე გვინდოდა. დღეს ვაპირებდი მივსულიყავით, მაგრამ დღის ბოლომდე არ მოიცადეთ. გამოდიხართ და ამბობთ იმას, თითქოს უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე. მატყუარები და ცრუპენლები ხართ! გუშინ უარი არ მითქვამს და თქვენთან სასაუბროდ მოვედი. თქვენ არ ხართ გამომძიებლები, თქვენ ხართ იმის შემსრულებლები, რასაც უფროსები გავალებენ. რაც შეეხება წყაროს, მე გუშინაც განვაცხადე, რა თქმა უნდა, ამას კუდს მოაბამენ, თითქოს ფოტოშოპია და გადაკეთებულია“,- განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ის შესაბამის ფოტომასალს საელჩოებში გადააგზავნის და დამოუკიდებელ ექსპერტიზაზეც წარადგენს.

„ბევრი წერილი, რომელსაც ვითომ აშშ-ში აგზავნიან, შინაარსობრივად არ არის იმ მოცემულობის, რასაც საზოგადოებას აწვდიან. მეც მყავს ჩემი წყაროები, ჩემი კავშირი მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ერთ მხარეს წარმოადგენ, აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს ქმედებების განხორციელებას სხვადასხვა პოზიციებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გული მწყდება, როდესაც გელოდებიან, სიტყვას გათქმევინებენ და მერე უნდათ, რომ ცრუპენტელა, მატყუარა წარმოგაჩინონ. ძალიან გული მწყდება გუშინდელ წარმომადგენლებზე, რომელთანაც გვიანობამდე ვსაუბრობდი და აღარ ვაპირებ თქვენთან არანაირ თანამშრომლობას. ძალიან მალე ბევრ სიურპრიზს განახებთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი ფაქტი დამისახელეთ, რომელიც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ობიექტური შეჭმარიტებით დადგინდა, თუნდაც „მაჩალიკაშვილის საქმე“, „სარალიძის საქმე“ „მამალაძის ან შაქარაშვილის საქმე“. მე და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ყოველთვის ვითხოვდით, რომ ეს ყველაფერი გამოთხოვილიყო. არავითარი მოლაპარკება არ მიდის, არავისთან არაფერი გაუკეთებიათ. საქმის ჩვენებშიც ჩანს, რომ იქ არავითარი ავტომობილი არ იდგა, უბრალოდ გადაფარვა უნდათ. კიდევ ბევრ სიურპრიზს ნახავთ“,-განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით მის მიერ გასაჯაროებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ რამიშვილმა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

ასევე დაგაინტერესბეთ:

19 და 20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას – მიხეილ რამიშვილის სკანდალური განცხადება

რა მოთხოვა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს

გაზიარება71

დაკავშირებული -პოსტები

არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალმა მცირეწლოვანი შვილი მაკრატლის გამოყენებით მოკლა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალმა მცირეწლოვანი შვილი მაკრატლის გამოყენებით მოკლა
მთავარი

არსებული ინფორმაციით, ბოლნისში 42 წლის ქალმა მცირეწლოვან შვილს დაზიანება მაკრატლით, გულის არეში მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველს“ ადგილობრივები აწვდიან. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. „წუხელ ღამე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 2 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6673 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6673 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6693 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

რომში, ქართველი ემიგრანტი, ირინა ბობოხიძე გაირდაიცვალა. სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას გვერდი „რომის სამრევლო“ ავრცელებს. „სამწუხაროდ, დღეს დილით ჩვენი სამრევლოს წევრი, რომში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ირინა ბობოხიძე...

დაწვრილებითDetails

უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრის მიზნით, სვანეთში, გამრიცხველიანების პროცესი იწყება

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავარი

სვანეთში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა, როგორც მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, გამრიცხველიანების მიზანი უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა...

დაწვრილებითDetails

“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა
მთავარი

ბა­თუმ­ში ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დამ­ნა­შა­ვემ 43 წლის მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­მა­კაცს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და...

დაწვრილებითDetails

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც თამთა ქიმბარიშვილმა აღნიშნა, სამმართველო საქმიანობას დღეიდან 10 თანამშრომლით შეუდგა. “სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა. დაღუპულია 21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო. ის  მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაღუპულს სოციალურ ქსელში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება – ჯანმო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება ნებადართული
მთავარი

ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის
მთავარი

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა....

დაწვრილებითDetails

დღეიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები „ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"