მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული ქართველი მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი გახდა.
ის თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში გეოგრაფიას ასწავლის.
ყოველწლიულად მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად 110 ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები იბრძვიან.
გამარჯვებულს ინდოეთის ქალაქ დელიში 10 ოქტომბერს დააჯილდოებენ.










