13 დაკავებული და მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში, თელავსა და ქუთაისში. სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის კრიმინალური სამყაროს წევრები და ის ბიზნესმენები დააკავეს, რომლებმაც ბიზნეს დავის გამო სწორედ ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
https://megatv.ge/archives/57056
დაკავებულების გარდა ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მეტსახელად “გლეხოვიჩს“.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ვიდეო ჩანაწერებიც, რომელიც ასახავს, თუ როგორ არჩევდნენ ბიზნეს დავას ე.წ. კანონიერი ქურდები. მასალა მოიცავს სატელეფონო საუბრებსაც, თუ როგორ იგეგმებოდა და იმართებოდა ქურდული შეკრებები.








