კანადის პოლიციამ მასობრივ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ძმიდან ერთ-ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 31 წლის დემიენ სანდერსონის ცხედარზე ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს. სამართალდამცველების ვარაუდით, ეს თვითდაზიანება არ ყოფილა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
პოლიცია სანდერსონის ძმას, მაილსს ამ დრომდე ეძებს.
ძმები 4 სექტემბერს, კანადელი ინდიელების კომუნაში და სოფელ უელდონში 13 სხვადასხვა ადგილას ათობით ადამიანს დაესხნენ თავს. თავდამსხმელები დანებით იყვნენ შეიარაღებულები. შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.










