ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული 32 ბაღიდან 11 ბაღში აღსაზრდელები მასიურად მოიწამლნენ.
მოწამლულია 80 ბავშვი. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 32 ბაღმა სწავლა რამდენიმე დღის წინა განაახლა, გუშინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ 11 ბაღის ბავშვებს მოწამვლის ნიშნები დაეწყოთ. სულ 80 ბაშვია მოწამლული.
დიარეა, სიცხე, ღებინება. ბავშვები მასიურად მოიწამლნენ სოფლებში: ჭანიეთი,ურეკი, წვერმაღალა, ჯუმათი, ვაკიჯვარი, სილაური, ასევე ქალაქის რამდენიმე ბაღშიც. რამ გამოიწვია ბავშვების მასიური მოწამვლა, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით.
ვადები, ეტიკეტირება, პროდუქტი, ასევე წყალი ყველაფრის საბუთები და ვარგისიანობის ვადა არის დაცული და ნორმაში. შემოვიდა სურსათის უვნებლობა, შეისწავლიან საქმეს, ჩატარდება ექსპერტიზა და მერე გვეცოდინება რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.“- განაცხადა მაკა ჭყონიამ
წყარო: primetime.ge