კიდევ ერთი დღესასწაული გვეწვია ქართველებს, ეს არის გიორგობა დღე- წმ. გიორგის ხსენება.
ჩვენთვის, ქართველებისათვის განსაკუთრებულად საყვარელი წმინდანი.
მინდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენს ეპარქიაში 6 ტაძარში აღესრულება წირვა. ექვს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და წარმოიდგინეთ, როგორი სიყვარული უნდა გქონდეს, რომ არც ისე დიდი ტერიტორია გვაქვს და ექვსი ტაძარი აქ არის და კიდე რამდენია საქართველოში.
ყოველდღე წმ. გიორგის ხსენებას აღვასრულებთ. დიდი დღეა და მე მინდა პარალელები გავაკეთო მაშინდელ და დღევანდელ ცხოვრებაზე. ვიცით, რომ იყო, ძლიერი იმპერატორი დიოკლიტიანე, ძლიერი იმპერიის ერთ ერთი მმართველი და სახელმწიფოს ომებით, თუ სხვადასხვა საშუალებებით, ასე ვთქვათ ,,აძლიერებდა”. მაგრამ იყო საშინელი მოძულე ქრისტიანების. წმ. გიორგი იყო მისი საყვარელი , უსაყვარლესი სარდალი და მას ამზადებდა მომავალ მმართველად და რა ხდება, იმის გამო რომ ცრუ ღმერთებს სწირავენ მსვერპლს დაუძახებს წმ. გიორგის, რომ უკმიოს საკმეველი, მაგრამ წმ. გიორგი უარს ეუბნება, იმიტომ რომ მას ჭეშმარიტი ღმერთი სწამს და ვერავინ შეგიცვლის მას-ჭეშმარიტი ღმერთი ერთია.
ჩვენ ბევრი ვიძახით, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ყველას ღმერთი ღმერთი არ არის. ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევრები ვართ ჩვენ , მართლმადიდებელი ქრისტიანები და ეს ყველამ ვიცით. რას არ შეპირდა, ხო, ნახევარ სამეფოსაც შეპირდა, ნახევარ იმპერიას, ყველაფერს და მაინც უარი მიიღო.
წმ. გიორგი ცხოვრობდა მაშინდელ იმპერიაში, იყო სარდალი და რასაც ავალებდნენ პატიოსნად აღასრულებდა ის. კანონმორჩილი იყო, ყველაფერს ემორჩილებოდა და აღასრულებდა, მაგრამ როცა საქმე დადგა ღმერთსა და ცრუ ღმერთებს შორის არჩევანზე უარი თქვა, მას ამქვეყნიური დიდება არ უნდოდა და რას აკეთებს დიოკლიტიანე? ბოლოს და ბოლოს, მრავალი სხვა განსაცდელების და წამებათა მერე კლავენ წმ. გიორგის. მაგრამ სიკვდილიც არის და სიკვდილიც. მან აირჩია ისეთი გზა, რომ თავისი ქრისტიანობა ბოლომდე დაანახა მთელ სამყაროს. ეს იყო უდიდესი რამ. დიოკლიტიანე ცდილობდა მოეკლა მაგრამ, წმ. გიორგიმ საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრა, ისე როგორც მაცხოვარმა სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და მოგვცა საშუალება, რომ ყველას მარადისობაში გვეცხოვრა, წმ. გიორგიმ მაშინვე დაიმსახურა ეს.
დიოკლიტიანე იცით, რომ ძლიერი მმართველი იყო. ის ერთ-ერთი იმ მმართველთაგანია, რომელიც მიატოვებს იმპერატორობას, წავა, თავისი ბოსტანი აქვს მას და ვეღარ დააბრუნებენ უკან. მაგრამ რა ქნა ხო, თავი რით დაგვამახსოვრა? ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ის დიდია? ის არის მწამებელი, ხო? რაც არ უნდა დიდი იმპერია შეექმნა, ჩვენთვის არის ვინ? კეთილგანწყობას ვერაფრით დაიმსახურებს, დიდი გახდა, ვიღაცეებს მოუგო, მაგრამ ჩვენთვის ვინ არის, არც არავინ, საჩვენებელი , ვისაც არ უნდა მიბაძოს ადამიანმა.
წმინდა გიორგიმ გვაჩვენა რომ, როცა ჭეშმარიტი გწამს, უნდა დაამტკიცო ის, რომ მართლა გწამს. რაც არ უნდა გაგიჭირდეს იცი, რომ ღმერთი არ მიგატოვებს და წმინდა გიორგის ცხოვრებიდანაც ვიცით, არ მიუტოვებია ღმერთს წმ. გიორგი. არც წმ. გიორგის მიუტოვებია საშინელი განსაცდელის ჟამს არასდროს, ფიქრითაც არ მიუტოვებია, ძალიან უჭირდა და არ მიუტოვებია.
ის იყო ღირსეული ადამიანი. ის იყო მოსიყვარულე გულის ადამიანი. ის პატიოსანი კაცი იყო, კანონმორჩილი ადამიანი და სანამ ამას არ დაავალებდნენ , როგორც ყველა იბრძოდა და გამარჯვებული გამოდიოდა თავისი ბრძოლებიდან, სარდალი იყო, როგორც ვიცით. ის იყო კარგი შვილი, კარგი მშობლები ჰყავდა და არასოდეს არ გათელავდა სხვის ღირსებას. ის არც თავის თავს შეურაცხყოფდა და არც არავის შეურაცხყოფდა. მან თავისი გზა აირჩია და ქართველებს რატო გვიყვარს, ხომ, ჩვენც მასეთები ვართ. ჩვენ ხომ ის ერი ვართ 100 000 მოწამე რომ მივეცით მსოფლიოს, ჩვენ ხომ უკან არაფერზე არ დაგვიხევია. როგორია, ერთ ადამიანს როცა კლავენ შედარებით ადვილია დაითმინო, მაგრამ როცა შენ წინ მრავალი ადამიანი ეწამება, ერთი მოკლეს, მეორე მოკლეს, მესამეს თავი მოაჭრეს და უყურებ ამას, ხო, სანამ ასი ათასს მოკლავდნენ რამდენი დღე გავიდოდა ხომ წარმოგიდგენიათ. მაშინაც იყო სულმოკლე და ვითომ შეურაცხყო მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები მაგრამ, თავიანთი სულები შეურაცხყვეს და თავიანთი ცხოვრება შეურაცხყვეს. ასი ათასი მარადისობაში გადავიდა, მათი სახელებიც არ ვიცით და როცა მოვა დრო და შევუერთდებით, მაშინ ვნახავთ, ვინ იყვნენ ისინი.
დღეს, ახლა რა მიკვირს. მსოფლიო გადაირია. აი, გადარეულია მსოფლიო. ხშირად მიწევს ამაზე საუბარი, მე უბრალოდ, გარეთ რა ხდება ის არ მიკვირს. მე მიკვირს, რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ტვინში მოდით ისეთი აზრები, თუ ადამიანი ლაპარაკობ ოჯახზე, თუ ადამიანი ლაპარაკობ ღმერთზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ შენს სარწმუნოებაზე, თუ ლაპარაკობ, მოყვასის სიყვარულზე, თუ ლაპარაკობ ღირსებაზე და გინდა, რომ ეს იყოს შენში და შენს ხალხშიც ეს იყოს, ხომ?თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, ეს ყოფილა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან, მაპატიეთ, მოვისმინე, რუსეთუმეობა. ე.ი. რუსეთი ამ ღირსებებით არის დაჯილდოებული და მსოფლიოში არ არის ეს ღირსებები, ქართველ კაცს არა აქვს? მამული, ენა, სარწმუნოება არ არის ჩვენთვის უპირველესი?
არ დაგვიბარა ჩვენ, ჩვენმა ერის მამამ წმ. ილია მართალმა? პატრიარქი არ გვეუბნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი?პირველი, უპირველესი ადამიანისთვის უნდა იყოს ღმერთი, ღმერთისკენ სწრაფვა. მერე, რაც მოგვცა ამ დედამიწაზე, ჩვენი სამშობლო აუცილებლად, პირველ რიგში. სხვის სამშობლოს ვერ შეიყვარებ, შენი სამშობლო თუ არ გიყვარს და ადამიანი, ვინა ხარ. გამოვიდნენ და მითხრან ვინ არის ავტორიტეტი ჩვენთვის, ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის. ქრისტე უნდათ შეგვიცვალონ?
მე ის ადამიანი არა ვარ ის გითხრათ ქართველობას გვართმევენ, ვერც ვერავინ წაგვართმევს ქართველობას. ვინც ვართ, რაც ვართ ესა ვართ. ქიზიყში ვართ და ყოველთვის ვიბრძოდით, მეწინავე ლაშქარი ვიყავით. გვწყვიტავდნენ, მაგრამ ვერ გაგვწყვიტეს. ვენახებიც გვაქვს და ყველაფერიც გვაქვს. შაჰაბასიდან დაწყებული დღევანდელი შაჰაბასებით დამთავრებული რას არ აკეთებენ, ხო? და ნუთუ ქართველობა, ნუთუ ძლიერება ის არის, რომ იძახო რუსი ხარო? რუსი შენა ხარ, ღირსება თუ შენთვის მიუღებელია, ოჯახი შენთვის მიუღებელია, კაცობა თუ მიუღებელია , მამობა , დედობა მიუღებელია, შენა ხარ უვარგისი და რუსიც არა ხარ , მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არა ხარ, ხო, კეთილი ინებე და თქვენი მასეთი რაღაცეები თქვენ დაიტოვეთ და ჩვენ ნუ გვასწავლით ჭკუას.
მიხარია, რომ დღეს ამაზე ყველა ხმამაღლა საუბრობს. ჩვენთან ვერ მოხდება რა ასე, რევოლუციების ექსპორტები. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ კი ვართ გაჩერებული და რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რომ რაღაცა არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია, რაღაცა აი, სულ რამდენი იქნებიან, რა? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს, და ბავშვებმა თავისი სქესები გადაიკეთონ და, რას ჰქვია რა? შენ მოგწონს, შენს ქვეყანაში მიიღე მაგ კანონი გქონდეს და მე თავი გამანებე. 3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს და არც ეხლა არ გკითხავ. იმიტომ, რომ სხვას თუ სერვანტესები ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა.
არავისზე ნაკლები არ ვართ, ჩვენი ცეკვა აიღეთ, ჩვენი სიმღერა აიღეთ. რათ გინდათ ვიღაცის მონები იყოთ, ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო , რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნოთ ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ წახვალთ? ფრთხილად იყავით, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ, არ გვინდა, რომ კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ. ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და არ მინდა, რომ ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა, იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს რომ იმ ძალამდე მივიდეთ.
ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გააძლიეროს, ახალი ჩამოსული ვარ უცხოეთიდან. ადრე გეუბნებოდით, კრიმინალისგან დაცულობა იყო, მაგრამ ომის სუსხი იგრძნობოდა, დღეს აღარ იგრძნობა, იმიტომ რომ იციან, რომ რუსეთი უკრაინის გარეთ ვეღარ გავა. ამიტომ ფულს ჩაყრიან, რომ იქ იყოს და იყოს. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ისეთი მშვიდობა, რომ უკრაინელები ღირსეულად გამოვიდნენ.
ისე გრძელდება და ვითარდება სიტუაცია, შევხედავთ, რა, ძალიან ბევრი მოვესწრებით, რა და როგორ დამთავრდება, რა. ვინ რას იზამს და როგორ იზამს. საქართველოს არ ვუსურვებ იმ ბედს, რაშიც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები არიან. ღმერთმა დაგვიფარა, ღმერთი დაგვიცავს, გმირი ქართველები ხართ და ვერც ერთი ერი ვერ შეგედრებათ გმირობაში. რაც პანდემიის დროს გააკეთეთ, ერებში ბევრს უნდოდა ეს გაეკეთებინა, მაგრამ ვერც ერთმა სარწმუნოებამ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა. ერთადერთი ქართულმა ეკლესიამ ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ მარტო არ ვართ, ერთად ვართ და მთავრობა იქნება, ოპოზიცია იქნება, ეკლესია იქნება, ხალხი იქნება, ყველა ერთად უნდა ვიყოთ ერთ საქმეში, რომ საქართველო გავაძლიეროთ.
ამაზე დავფიქრდეთ, იმიტომ , რომ თუ ასე ილაპარაკეთ, არჩევნებიც მოვა და ხმას ვინ მოგცებთ, მასე როცა მსჯელობთ, ხმას ვინ მოგცემთ. ნუ აწვალებთ ხალხს. ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ. ღმერთმა სულიწმინდის მადლით აგავსოთ. ქართილი ეკლესია ყოველთვის იდგება იქ სადაც ქართველი ხალხია. არავის მივცემთ უფლებას შინაურს, თუ გარეულს დაგჩაგრონ და ღმერთი არ დააჩაგრინებს თქვენს თავს. იმიტომ რომ თქვენ დაიმსახურეთ ეს, ქართველმა ერმა ეს დაიმსახურა და სხვისი მოტანილი მშვიდობა არ გვაქვს.
ჩვენ ღმერთს არ ვუღალატეთ და ჩვენ ვიძახით-დიდება უფალს და არასოდეს შეგვეცვალოს ეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ახალგაზრდა თაობას ვულოცავ გიორგობას, მთავრობას, მხედრობას, პოზიციას, ოპოზიციას და ჩემს ერს ჩემს ქართველ ერს. ყველას, მიუხედავად სარწმუნოებისა, ეროვნებისა, ყველას გილოცავთ, ყველას, ვინც მოქალაქეა საქართველოსი, ვისაც ღმერთი უყვარს , ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც მოყვასი უყვარს ყველას გილოცავთ, ვისაც არა, ისინი თავიანთ ადგილს აქაც ნახავენ დიოკლიტიანესავით და იქაც. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა-ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი











