რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2018 წლისთვის რძის მწარმოებელი კომპანია ყვარლის ბაგა საქონელს ქათმის ნაკელით კვებავდა. ეს სასუქია და ნიადაგის გასანაყოფიერებლად აქტიურად მიმართავენ. მეორე მხრივ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო საკვებად მისი გამოყენება დიდი ხანია აკრძალულია ევროკავშირში, 2023 წლიდან კი — საქართველოშიც. როგორც რადიო თავისუფლების მასალაში ვკითხულობთ, ეს კომპანია ამ ტიპის უდიდეს ფერმას ფლობს. მისგან რძეს არაერთი კომპანია ყიდულობს. ზოგადად, ქათმის სკინტლით საქონლის გამოკვება სარისკოა როგორც თავად ამ ცხოველებისთვის, ასევე მათი რძის მომხმარებლებისთვისაც. “მეგა ტვ”-მ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ჩაწერა, რომელიც სახელმწიფოს, მწარმოებლისა და მომხმარებლის პასუხისმგებლობებზე საუბრობს.
საქართველოდან შეერთებულ შტატებში რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია მოხდა, სადაც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვი საქართველოდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირებული იქნა საერთაშორისო კიბერთაღლითობის სქემაში მონაწილეობის ბრალდებით. 36 წლის ვებ-დეველოპერი ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში წარდგა, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა. აშშ-ის გამომძიებლების...










