მარნეულში, სოფელ ქესალოში ისევ დაპირისპირებაა. სადაო მიწების ტერიტორიაზე ხმაური იყო. ადგილობრივებმა სასულიერო პირს ტერიტორიის დამუშავების საშუალება არ მისცეს და საბუთი მოსთხოვეს რითაც დასტურდება რომ მიწა ეკლესიის საკუთრებაა.
სასულიერო პირმა კი ადგილობრივებს უთხრა, რომ მიწის დამუშავების უფლება კანონიერაად აქვთ და ამის დამდასტურებელი შესაბამისი დოკუემნტაციაც აქვთ, იხდიან კომუნალურ გადასახადებს. სასულიერო პირმა დღეს ეჭვი გამოთქვა, რომ პროცესი მართულია და შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული კონფლიქტი ვინმეს პროვოცირებული ხომ არ არის.
საპატრულო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორია უკვე დატოვა ორივე მხარემ. გადაწყვეტილება – ვის ეკუთვნის სადაო მიწები, ახლა მარნეულის მერიამ უნდა მიიღოს და ამისთვის მას 1 კვირა აქვს.
შეგახსენებთ, დაპირისპირება მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლების ჩარევით პროტესტი დროებით შეწყდა.
ეთნიკური აზერბაიჯანელები აცხადებენ რომ მიწა მათაც ეკუთვნით და სამეურნეო სამუშაოების უფლებას ითხოვენ. მიწაზე პრეტენზიას აცხადებს ეკლესიაც.