მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება შელაპარაკებით დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.










