მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილს, 39 წლის მარიკუნა მიქატაძეს სალონიკიდან საქართველოში 21 ივლისს, დილის 4 საათზე ჩამოასვენებენ. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა.
13 წლის წინ გასულ გადაცემაში, მარიკუნა ჰყვება, რატომ გადაწყვიტა მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე პირადად მას საჯაროდ ესაუბრა. ამასთან, არქივიდან ინტერვიუს თან ახლავს მარიკუნას გარდაცვალების შესახებ გამოძიების მიერ დასახელებული ვერსია.
„მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.










