ტრიუმფით დასრულდა ევროპის ჭაბუკ ძალოსანთა შეჯიბრის დღევანდელი დღე. დებიუტანტმა ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა შეუძლებელიც შეძლო და მიხედავად იმისა რომ იგი პირველად ასპარეზობდა კონტინენტის პირველობაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა,სამივე დისწიპლინაში წარმატებით იასპარეზა და იგი პირველი ქართველი გოგონა გახლავთ ვინც კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები დაისაკუთრა. ასევე პირველია მარიამ მურღვლიანი როგორც რეკორდსმენი, მის ანგარიშზე 9 რეკორდია!!! არ მოგესმათ… ვულოცავთემურ ჯანჯღავას,გოგონათა ნაკრების უფროს მწვრთნელს,აკაკი კაკაბაძეს მის პირად მწვრთნელს და ასევე მის ოჯახს.ყველას გილოცავთ ქართული სპორტის ზეიმს. – წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.
ასევე დაგაინტერესებთ:
ხონელი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა და სამი რეკორდი დაამყარა (+ვიდეო)