LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

დაპოსტა 2023/09/27-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

 

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

 

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“. მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი – კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი – სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ“, კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს). წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

 

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა – 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე 14 წელი იმოყფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან – სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს – უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

 

სიტყვაში ჯვართამაღლების დღესასწაულზე ანდრია კრიტელი წერს: „ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება – მჭმუნვარებისა“.

 

ჯვრის ძალა გეწეოდეთ და გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 6 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"