,,მართლა არ მესმის რას გადაეკიდნენ ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს. იმ ადამიანს, რა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ართმევთ, თუ როგორ არის საქმე?!
თქვა იმ ქალმა ნორდიული პირდაპირობით და გულახდილად ის, რასაც ფიქრობს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე და თუ ყველაფერს pros and cons ცივი გონებით ავწონ-დავწონით, სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს”-წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას თბილისის მერი და მერობის კანდიდატი გამოეხმაურა.










