“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა..
“ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის.










