LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი-,,სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს”

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი-,,სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს”

დაპოსტა 2021/08/12-ში
A A
99
ნახვა
გაზიარება

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) „ფეისბუკის” პირად გვერდზე იუწყება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც ის აღნიშნავს, მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს უფლება, საკუთარი აზრის გაზიარების.

„სულ ახლახან ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა”, – წერს ეპისკოპოსი.

მელქისედეკი ანტივაქსერთა წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს:

„ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების.

დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.

იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა – დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას.

ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება – ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად”.

მღვდელმთავარი დასძენს: „ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი”.

სასულიერო პირის განცხადებით, მან თავადაც გადაიტანა COVID – 19.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

პროფესიული შეთავაზება გამოუჩნდება. მიუხედავად დატვირთული დღის წესრიგისა, პირადი ცხოვრებისთვისაც გამონახეთ დრო.   მერწყული   შესაძლოა გადაწყვიტოთ ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად, სწავლისთვის, მოგზაურობის...

დაწვრილებითDetails

23 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში -...

დაწვრილებითDetails

60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა – მას ბრალი წარედგინა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

20 წლის გოგო დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს – ართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

გორში დააკავეს კაცი, რომელმაც დედაზე და დაზე იძალადა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
2023 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 7 773 შეადგინა – საქსტატი
მთავარი

გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს  - "ქართლის ამბების" ინფორმაციით,  პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს დღეს მიმართა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
მთავარი

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე პტოკურატურამ ექიმს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
რამდენს გადაიხდის მთავრობა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენში
მთავარი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი მამამ შიმშილობა გამოაცხადა – ოჯახი აქციებს იწყებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექთანს პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პერმანენტულ აქციებს იწყებს -  ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი, წელებია ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩარკვიანი პროკურატურასთან ერტადერთი მოთხოვნით დგას – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. გარდაცვლილის მამამ საგანოძიებო...

დაწვრილებითDetails

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა
მთავარი

97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე, „მერის პროტოტიპი“, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა. ნანული გუგუნავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მწერლის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მთავარი საყრდენი. წყვილს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდა. რომელმაც დიდი როლი ითამაშა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"