ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით, “მანჩესტერ სიტიმ” “ეტიჰადზე” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება “ქალაქელთა” გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით – 1:0. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში “სიტიმ” ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ტომას ტუხელის შეგირდებს უკვე 13 ქულით უსწრებს.










