ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “ვულვერჰემპტონს” უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება “ქალაქელთა” გამარჯვებით დასრულდა – 1:0. ამ გამარჯვების შემდეგ “სიტის” 38 ქულა დაუგროვდა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “ვულვერჰემპტონი” 21 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.










