პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ფარგლებში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში მიიღო “საუთჰემპტონი”, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა და ითამაშა ფრე, 1:1.
“წითელი ეშმაკების” მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ჯეიდონ სანჩომ, კრიშტიანუ რონალდუმ კი მოედანი ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში დატოვა უგოლოდ. როგორც ვხედავთ, “მანკუნიანელების” პრობლემები გრძელდება.