გურიაში, ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სანადირო თოფით ყელის არეში ესროლეს.
მოზარდი გართულებული მდგომარეობის გამო ქუთაისში გადმოიყვანეს.
“დაგვირეკეს, მამის სახელი უთქვამს, თავისი სახელი და გათიშულაა. მე არ მანახეს ბავშვი. დადის თავისი მოტოციკლეტით, არ არის კონფლიქტური ბავშვი, მოჩხუბარი არ არის.” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
“ჭრილობა აღენიშნება კისრის წინა ზედაპირზე. აქვს სასუნთქი გზების დაზიენება და უცხო სხეულები, მდგოამრეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური” – განაცხადა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.








