“მამა რა გიშველო. სადხარ ღმერთო, ღმერთო რატო, რა დაგიშავე” – ქუთაისში ავარიით გარდაცვლილი გოგონას მამა სოციალურ ქსელში წერს.
2 მაისს საღამოს ნიკეას ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ მოზარდს სწრაფად მავალი ავტომობილი შეეჯეხა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.










