“დედა გვერდით მიჰყვებოდა,როდესაც ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.”
“ჩემ თვალებიდან არასდროს ამოვა შვილო როგორ მენანები სასიკვდილოდ” – სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარი საშინელი ავარიის შესახებ წერენ, რომელსაც არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა.
“დედა ეს რა ვნახე ამ ღამეს, ისედაც დაზაფრული ვარ და ახლა უარესი დამემართა”
“ანგელოზო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი”
“ვაიმე სული მეწვის შვილო, ასეთი საშინელება დიდი ხანია არ გამიგია”
“ვაიმე რა იყო ეს ამას როდის დავივიწყებ არ ვიცი, სული მეწვის ასეთი საშინელო სიკვდილი ასეთ ანგელოზს”
“ჩემი ბინის ჩასახვევთან მოხდა, მეც გზაზე ვიყავი და რომ შემოვედით ბინასთან მაშინ მოხდა,, მაგრამ ხომ გავბრუნდი და ვაიმე რა იყო ეს არ ვიცი” – წერენ სოციალურ ქსელში მოზარდის ახლობლები და მეზობლები.
როგორც ცნობილია ბავშვი მე-7 კლასელი იყო და ქუთაისში, მე-17 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლები სოციალურ ქსელში იმაზეც საუბრობენ რომ ადგილი, სადაც ავარია მოხდა დაწყევლილია, რადგან ამ გზამ უკვე ბევრი ადამიანი იმსხვერპლა.
“ეს ხომ დაწყევლილი ადგილია”
“დაწყევლილია ეს ადგილი, ბავშვობიდან მძულს ეს გზა”
“ეს მერამდენეა, ყველაააამ უნდა ამოიღოოს ხმაა და რაღაცააა უნდაა გვეშველოოს”
“აუცილებლად ზომებია საჭირო” – წერენ მომხმარებლები.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს ნიკეას ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ მოზარდს სწრაფად მავალი ავტომობილი შეეჯეხა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.