ვალენსიას ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის, ლალიგის მარტის საუკეთესო 23 წლამდე ფეხბურთელობის კანდიდატია.
23 წლის ქართველი მეკარის გარდა, ნომინაციაზე წარდგენილები არიან: მადრიდის რეალის ფრანგი ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა, ბარსელონას ესპანელი მცველი, პაუ კუბარსი, ვილიარეალის შემტევი ნახევარმცველი, ალექს ბაენა და ბილბაოს ნახევარმცველი, ბენიატ პრადოსი.
ხმის მიცემის პროცესი 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.










