“გიცხადებთ სრულ სოლიდარობას და ვაცხადებთ მზაობას საჭიროების შემთხვევაში ვიყოთ თქვენ გვერდით, ძალა ერთობაშია, გისურვებთ გამძლეობას” – ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის დასაქმებულები ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი ხელისფულებასა და კომპანიას დასაქმებულების მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ მოუწოდებენ. მათი ვიდეო მიმართვები მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.
“მეგა ტვ” ამ ვიდეო მიმართვეს გთავაზობთ.
შეგახსენებთ. დღეს დილიდან ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს.