იდეების მიღება პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020 “-ს ფარგლებში უკვე დასრულებული. ქუთაისის მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ პლათფორმაზე მოქალაქეებმა საქართველოს მასშტაბით 53 იდეაა დაარეგისტრირეს. უკვე ოქტომბრის ბოლოსათვის გვეცოდინება, რომელია ის 10 იდეა , რომელიც მომდევნო ეტაპზე გადავა უკვე მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პრინციპით 3 გამარჯვებულის გამოსავლენად- განაცხადა მეგა ტვ- თან ინტერვიუსას პროექტის კომუნიკაციის კონსულტანტმა გიგა ხარებავამ. ხარებავას თქმით გაიცხრილება ის იდეები, რომლებიც კერძო, კომერციულ ინტერესებს მოიცავს, ცდება ქუთაისის ფარგლებს , ზედმეტად ზოგადია ან ზედმეტად მაღალ დაფინანსებას საჭიროებს . გამარჯვებული იდეები ქუთაისის ბიუჯეტში ჩაიდება და მათ ადგილობრივი თვითმმართველობა განახორციელებს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი , რომელსაც ქუთაისის მერია აშშ-ის საერთაშორისო განავითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს 51 000 ლარია . უფრო ვრცლად პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ საიტზე KUTAISI.GOV.GE-ზე, კატეგორია კონკურსებში იხილოთ და შეაფასოთ, უკვე სამომავლოდ ხმის მიცემის მიზნით . ხმის მიცემა სავარაუდოდ 30 ოქტომრიდან დაიწყება. ხმის მიცემის საშუალება მხოლოდ ქუთაისში მაცხოვრებელებს, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს ექნებათ.
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა. ნეპალის პოლიციის განცხადებით,...







