“პლანეტაზე ყველაზე ცნობილი, პატრიოტი ქართველი – დემნა გვასალია! მადლობა პრეზიდენტს სოხუმის დაცემის დღის ასეთი მძაფრად ემოციური და სიმბოლური აღნიშვნისთვის”, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.