?? ?? ?? ზელენსკის შედევრი მიმართვა უკომენტაროდ
“იყო” – ეს მარტივი სიტყვაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ იყენებ. მაგრამ, ჩვენთვის ის აღარა ასე მარტივი. დღეს უკვე ჩვეულებრივი უკრაინელები ცრემლის გარეშე ვეღარ ამბობენ სიტყვას “იყო”.
ეს იყო ჩემი სახლი. ეს იყო ჩემი მეგობარი. ეს იყო ჩემი ძაღლი. ეს იყო ჩემი მანქანა. ეს იყო ჩემი სამსახური. და ეს იყო მამაჩემი. ეს კი ჩემი გოგო იყო. რუსეთმა ჩაახრჩო უკრაინა ცრემლსა და სისხლში და ბავშვების გვამებში.
მაგრამ, რუსეთს არ ესმის ერთი რამ! “იყო” – ეს არის სიტყვა, რომელიც აღწერს მის ცხოვრებას. მაგრამ ჩვენ, უკრაინელებმა უკვე ვიცით, რა მოდის შემდეგ.
ჩვენ გავიმარჯვებთ! და აშენდება ახალი სახლები! იქნება ახალი ქალაქები! იქნება ახალი ოცნებები! იქნება ახალი ამბავი! ეს ასე იქნება, ეჭვი არააა! ვინც ჩვენ დავკარგეთ, ისინი გვეხსომება. და ჩვენ ხელახლა ვიმღერებთ და ხელახლა ვიზეიმებთ!
დიახ, უკრაინა იყო მშვენიერი. მაგრამ, ახლა იგი გახდება დიდებული – დიდებული უკრაინა!”
?? ?? ??