“მაგთიკომი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს.
“მომხმარებელთა საყურადღებოდ!
სოციალურ ქსელებში, შესაძლოა, შეგხვდეთ მაგთიკომისა და სხვა მობილური ქსელების აქციების შესახებ სარეკლამო პოსტები.
გთავაზობენ სხვადასხვა პაკეტს “ძალიან დაბალ ფასში”, რის სანაცვლოდაც ითხოვენ პირადი მონაცემების შევსებას.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის აქციების, გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებ-გვერდის საშუალებით.
არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!
სხვადასხვა სახის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია სისტემატიურად იდება ჩვენს ვებ გვერდზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.