ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა – მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 1 -ელ სექტემბერს, დილით მოხდა.
მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკურ საავადმყოფოში გულზე მკურნალობდა.
რუსული მედია წერს, რომ 67 წლის მაგანოვი საავადმყოფოს მეექვსე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. მასთან იმ დროს პალატაში არავინ იმყოფებოდა.