ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა.
ინფორმაციას პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.
ამერიკის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირას ევროპაში მიემგზავრება. ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა, ვიზიტს კი, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.
კონკრეტულად, როდის ეწვევა ლოიდ ოსტინი საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია.










