დამწვრობის ეროვნულ ცენტრში, ლეღვის ნახარშის დამწვრობით ერთი ქალბატონი შეიყვანეს. ინფორმაციას ამის თაოზე, ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ადასტურებს .
– გუშინ ცენტრში შემოიყვანეს 32 წლის ქალბატონი თბილისიდან, რომელიც დაიწვა ლეღვის ნახარაშით. მას აქვს 35-პროცენტიანი დამწვრობა და მისი მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. წელს ლეღვის ნახარაშით ეს დამწვრობის მეოთხე შემთხვევაა, თუმცა დანარჩენი შემთხვევები ზაფხულში დაფიქსირდა” – განაცხადა ქაშიბაძემ.