ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება.
“ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და “გონშიკი”.
ორჯერ გამოიყვანა ზედოზირების კომიდან, მთელი ქალაქი მოატარა “განგრეულ კაიფში” მყოფი ციცქნა მოპედის უკანა სკამით და ამის შემდეგ მის ყურადღებას მოკლებული ლექსო ზედოზირებით გარდაიცვალა…”, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.