ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში მარიამ ცქვიტინიძის ლექსი “აფხაზეთი საქართველო არის” წარადგინეს. ინფორმაციას შალვა კამლაძე ავრცელებს.
“ღონისძიება მუზეუმის სპეციალისტმა ნუნუ ფულარიანმა გახსნა და აუდიტორიას პირველ ნომრად ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელიბის #2 მუსიკალური სკოლის ფოლკლორული ანსამბლი (ხელნძღვანელი- ნოშრევან ანთია) წარადგინა.
ანსამბლის წევრების მიერ ლექსის სიმღერის ვერსიის გაჟღერებამ კი მსმენელთა ემოციები გამოიწვია.
მარიამ ცქვიტინიძის ლექსის საექსპოზიციო ვერსია ნინო ციბაძის მეცენატობით განხორციელდა.
აღსანიშნავია რომ აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსის ექსპონატი მერაბ კოსტავას შრიფტით არის წარმოდგენილი.
აღნიშნული შრიფტი კი კალიგრაფ დავით მაისურაძისა და კომპანია ჯეპრას თანამშრომლობით გაციფრულდა.
ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს მხოლოდ ერთის მძაფრი სურვილით – აუვილებლად დავემგზავრებით ერთმანეთს ლიტერატურულ სასიტყვეთში და აფხაზეთშიც მალე შევხვდებით.” – წერს შალვა კამლაძე სოციალურ ქსელში










