”ლეიბორისტული პარტიის,, მერობის კანდიდატს ირაკლი კიკვაძეს საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. .
”ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ნერობის კანდიდატს ფიზიკურად გაუსწორდნ. შემთხვევა 37-ე საარჩევბო უბანზე ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ირაკლი კიკვაძე აცხადებს, მათმა დამკვირვებელმა უბანზე დარღვევები და ”ქართული ოცნების'”. მხარდამჭერების მობილიზება დააფიქსირა, რის გადაღებასაც ის ადგილზე ცდილობდა. სწორედ ამან გამოიწვა იქ შეკრებილთა გაღიზიანება. როგორც დამკვირვებელუ აცხადებს გორაზე, 20-ე სკოლის შენობასთან ე.წ უბნის ბიჭები იყვნენ მობილიზებული. ქუთაისის მერობის კანდიდატის ადგილზე მისვლის შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ”30 ადამიანი მირტყამდა” – აცხადებს ის. დაპირისპირებულნა მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციაში დაადანაშაულეს. ადგილზე მობილიზრბული იყო საპატრულო პოლიცია.