LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
9 დღის ბავშვის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

ლევან რატიანისა და მისი კოლეგების დიალოგი ვაქცინაციის შესახებ

დაპოსტა 2021/09/19-ში
A A
433
ნახვა
გაზიარება
ლევან რატიანს კოლეგებმა გამოქვეყნებული სტატუსის შესწორება სთხოვეს. მათი მიმოწერა საჯარო იყო, თავდაპირველად მას თამარ ჟამურაშვილი წერდა ხოლო შემდეგ, საუბარში დავით გადელია ჩაერთო.
კომენტარებს სრულად გთავაზობთ.

თამარ ჟამურაშვილი: ნამდვილად არ გეთანხმებით და სრულიად მეცნიერება არ გეთანხმებათ!
უამრავი კვლევა არსებობს, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ახლა კი ველოდები კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ გადატანილებში თურმე უფრო მაღალია ვაქცინაციის შედეგად გვერდითი მოვლენების რისკი.

ამის დაწერა დღევანდელ დღეს არ არის სწორი და წინააღმდეგობაში მოდის არსებულ მტკიცებულებებთან, რეინფექციის რისკი გადატანიდან 3 თვეში იზრდება!

ლევან რატიანი: თამარ ეს ჩემი შეხედულებაა! პოლემიკში არ შემოვდივარ და დრო გვიჩვენებს! ჯანმერთელობას და წარმატებას გისურვებ!

თამარ ჟამურაშვილი: შენი სუბიექტური შეხედულებით შეგიძლია საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო.
გულწრფელად გეტყვი, ეს შეხედულება არასწორი აღქმაა იმ ერთი კვლევისაც კი, რომელსაც ახსენებ არა თუ დღეს არსებული მეცნიერული ინფორმაციის ობიექტური ანალიზი.

შენი სუბიექტური აზრი შეიძლება სუფრასთან, ოჯახის წევრებს გაუზიარო, მაგრამ ასე საჯაროდ გავლენა იქონიო უამრავ ადამიანზე, პასუხისმგებლობა აიღო მათ სიცოცხლეზე და მცდარ გზაზე დააყენო, ეს არასწორია ლევან.
გთხოვ, გადახედე შენს პოსტს, მზად ვარ ვისაუბროთ, თუ ამის სურვილი გაქვს, მაგრამ ეს არასწორია ლევან!

ლევან რატიანი: ბოდიში თამარ, მაგრამ მე ამ ორმა წელმა მანახვა, რომ იმუნიტეტი, კომპლექსური ვაქცინაცია და პოსტინფექციური იმუნური სისტემის სუმარული ჯამია.

თამარ ჟამურაშვილი: რა შუაშია? დიახ, ზუსტადაც რომ სუმარული ჯამია და კომპლექსურია იმუნიტეტი, იმიტომაც არის აცრა საჭირო.

ასეთ ზედაპირულ და ხალხის დამაბნეველ პოლემიკაში არ წამოგყვები.

ველოდები კვლევებს, რომელმაც თურმე გადატანილებში მეტი გართულება აჩვენა ვაქცინაციის შემდეგ. არ არსებობს ასეთი ბუნებაში!!

რომელიც ახსენე იმ კვლევის განმარტებას და სრულყოფას, სადაც ნათლად ჩანს, რომ გადატანილი+ვაქცინაცია ბევრად უფრო მღალ და ძლიერ დაცვას იძლევა ვიდრე ეს მხოლოდ გადატანილებს აქვთ!

ამ პოსტს კოლეგებიც კითხულობენ და არა მხოლოდ სხვა პროფესიის წარმომადგენლები, უხერხულია!
მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არ გინდა აცრა, ამისთვის ხალხით მანიპულირება საჭირო ნამდვილად არ არის და ექიმობას გიგანტური ნაბიჯით ცდება!

ჩემი პატივისცემის მიუხედავად, გაოგნებული ვარ ამ პოსტით.

ჟამურაშვილისა და რატიანის მიმოწერაში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია ჩაერთო.  

დავით გადელია: ძალიან კარგია, რომ სტატუსი გაასწორე… ბევრი უგდებს ყურს შენს ნათქვამს და თავდაპირველი სახით დიდი გაუგებრობა გამოიწვია.

სრულიად ლოგიკურია და დიდი იმუნოლოგობა არ სჭირდება იმას, რაც თქვი: ვირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი უფრო ძლიერიცაა და მდგრადიც.

კი ბატონო. მაგრამ რომ ველოდო როდის დამემართება და ვერ მივაღწიო იქამდე როცა წესით ” უფრო მდგრადი და ძლიერი იმუნიტეტი” მექნება?

ანუ, ვერ გადავიტანო?! ბუნებრივი გადარჩევაა? მესმის, რომ აქცენტს აკეთებ უკვე გადატანილების აცრის სარგებელზე. ამ კატეგორიის ხალხი, ვისაც ჰქონდა, აიცრა და კიდევ დაემართა, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არაა იმდენი, რომ საკუთარი პრაქტიკიდან დასკვნების საფუძვლიანად გამოტანის საშუალებას გვაძლევდეს.

სიმართლე გითხრა, არც ზოგადად, მსოფლიოში იქნება ძალიან ბევრი, ხოლო რაც შეეხება კვლევებს- მათი ინტერპრეტაცია, როგორც თამარმა ბრძანა- არაა ცალსახა.

უფრო ზუსტად, თამარის აზრით ცალსახაცაა, თუმცა არ ადასტურებს შენს მოსაზრებას. იცი, როგორ პატივს ვცემ შენს აზრს და მინდა ჩემიც შემოგაშველო:

ჯერ ძალიან ადრეა ასეთი დასკვნის გამოტანა, არსებული მასალით და ამავე დროს, შენი წმინდა აკადემიური, პროფესიული მსჯელობა შეიძლება გაუგებარი (მსუბუქად რომ ვთქვათ) იყოს არა ექიმისთვის და კოვიდ პროფილაქტიკისთვის საზიანო შედეგები გამოიღოს.

სულ რამდენიმე ხანია, რა დაწერე ეს სტატუსი და უკვე აიტაცეს იმ ჯგუფებმა, ვისაც შენ პატივს არ სცემ! კარგია, რომ შეასწორე.”-წერს დავით გადელია.

გაზიარება173

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"