20დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიტში საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართა.
სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესისწარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომდაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვებისდამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურადგაზრდილი საგადასახადო წნეხის გამო სათამაშობიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარისთქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიანრთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და განვითარებისპერსპექტივებს მოკლავს. სპორტსმენებისგანცხადებით, დიდი შანსია, ბევრ მათგანსპროფესიული სპორტისთვის თავის დანებებამოუწიოს.
ლევან საგინაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონიმკლავჭიდში)
„ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესს თუ სპორტისდატოვება მოუწევს, ეს ამ სფეროსთვის დამღუპველიიქნება. ქართულ სპორტს ძირითადად სათამაშობიზნესი ასპონსორებს და პირადად ჩემზე შემიძლიავთქვა, ამ უმკაცრესი რეგულაციების მიღებისშემთხვევაში წასვლა ან სპორტიდან მომიწევს, ანქვეყნიდან, რადგან სხვა სტაბილური შემოსავალი მეარ გამაჩნია. ყველას მივმართავ, რომგაითვალისწინონ სპორტსმენების თხოვნა და ისეთიკანონი მიიღონ, რომ სპორტს ხელი შეეშალოს დასათამაშო ბიზნესს ამ სფეროს დაფინანსებისინტერესი დარჩეს“.
ლაშა ტალახაძე (ოლიმპიური და მსოფლიოსჩემპიონი ძალოსნობაში)
„ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ რომელიმესპორტსმენი ან კლუბი დაფინანსების გარეშედარჩება. პირადად მე სათამაშო ბიზნესისაგან დიდგვერდში დგომას ვგრძნობ, წარმატებები უფრომიფასდება და არ მინდა, წარმატებულისპორტსმენები დაფინანსების გარეშე დარჩნენ. შესაძლოა, ასეთ ვითარებაში რამდენიმესპორტსმენს საქართველოს დატოვებაც კი მოუწიოს“.
კონსტანტინე ჯანაშია (სთრონგმენი, ევროპისა დამსოფლიოს რეკორდსმენი)
„სპორტსმენებისთვის ნებისმიერი დახმარებაუმნიშვნელოვანესია. ის გვიქმნის სათანადოვარჯიშისა და შეჯიბრებებზე კარგად გამოსვლისსაშუალებას. რასაკვირველია, რეგულაციები უნდაარსებობდეს, მაგრამ მიღებულმა გადაწყვეტილებამშედეგად სპორტსმენებისთვის დაფინანსებისშეწყვეტა არ უნდა მოიტანოს. ამ შემთხვევაში, ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავვარდებით. იმედი მაქვს, ისეთ რეგულაციებს მიიღებენ, რომ სათამაშობიზნესს სპორტის დაფინანსების რესურსებიდარჩებათ“.
ნინო ოძელაშვილი(მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სამბოშ) „სპორტსმენებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიდა დიდი წარმატება აქვს, ხელფასს იღებს, თუმცაიმდენს არა, რამდენსაც ყველა სპორტსმენიიმსახურებს. სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესიედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტივერ იარსებებს“.
რაულ თუთარაული (MMA საქართველოსჩემპიონი, 28-6-0)
„სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას თუვეღარ შეძლებს, დიდი პრობლემების წინაშედავდგებით და სამომავლო გეგმებზე ფიქრიცგაგვიჭირდება. საქართველოში სპორტი დაფასებულიარ არის და სათამაშო ბიზნესი გვერდით არამხოლოდ MMA-ს, არამედ სხვა ბევრს სპორტსგვიდგას“.
გიორგი მამულაიშვილი (სათამაშო ბიზნესისასოციაციის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი)
„ბიზნესს სხვადასხვა სფეროში მსხვილიინვესტირების შესაძლებლობა აღარ ექნება. ჩვენვაფინანსებდით როგორც დამწყებ, ისე წარმატებულსპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს სახელითგამოდიან და ქვეყანას ასახელებენ. ჩვენი მხრიდანამ ნაბიჯის მიზანი ზეწოლის მოხდენა არაა, არამედეს ოპტიმიზაციის ერთ–ერთი საშუალებაა, რათაკომპანიებმა ქართულ ბაზარზე არსებობა არშეწყვიტონ. ამ კანონის მიღება არა მხოლოდ ერთკონკრეტულ სფეროს, არამედ მოსახლეობასდააზიანებს. თამაშის მსურველი ადამიანებიარალეგალურ ბაზარზე გადავლენ და ნურავისშეექმნება ილუზია, რომ ამით რაიმე უკეთესობისკენშეიცვლება. მეზობელი ქვეყნების მაგალითებიგვაქვს, რა შედეგი დააყენა აკრძალვებმა და რადონეზე გაიზარდა კრიმინალი. ყველა სახელმწიფომგაიაზრა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საზიანოა. აშშ, უკრაინა, ბელარუსი – აკრძალვებიდან დაშვებებზეგადავიდა, ჩვენ კი, ფაქტობრივად, თეთრ ბაზარსვაშავებთ.
ახლახან, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საკუთარიაზრი დააფიქსირა სფფ–ის გენერალურმა მდივანმადავით მუჯირმა, რომელმაც განაცხადა, რომფეხბურთის ფედერაცია სათამაშო ბიზნესისწყალობით ქვეყნის ბიუჯეტიდან ლარსაც არ იღებს: პარტნიორების მოზიდვამ დააყენა ის შედეგი, რომფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს ვამცირებდითსახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დაფინანსებას და2021 წელს გავხდით ის ორგანიზაცია, რომელიცსახელმწიფოსაგან არაფერს იღებს, 7 მილიონი 0-მდედავიყვანეთ და პირიქით, ბიუჯეტში ფულს ვიხდით დაძალიან არ მინდა, რომ წარსულში დავბრუნდეთ.
შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს საქართველოსპარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი სათამაშობიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვისთაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებსსათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთისმნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების(გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას დამოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვრის 25 წლამდეგაზრდას. სათამაშო ბიზნესი მიიჩნევს, რომმოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშმოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულკომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯებისოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდისქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციებისჩადებას.










