21 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის წარმატების ისტორია გრძელდება.
არხისკალოელ მოჭიდავეს ამჯერად ავტომობილი აჩუქეს, რომელიც მას კია საქართველომ გადასცა.
ლაშას ორიგინალური სანომრე ნიშანიც უძღვნეს: BEKAURI1. ეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საჩუქარი გახლდათ.
გავრცელებული ინფორმაციით , ღონისძიებაზე დამსწრე ბიზნესმენებმა მას ფულადი ჯილდოც გადასცეს.










