ლანჩხუთში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.
გარდაცვლილები 82 და 72 წლის ქალები არიან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.










