BBC-ის ინფორმაციით, კუნძულ სანტორინისთან 48 საათის განმავლობაში 280-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ძლიერი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, სკოლები დაიხურა, ხელისუფლებამ კი მოსახლეობას დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავის შეკავება ურჩია.
საბერძნეთის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა “ძალიან ინტენსიური გეოლოგიური ფენომენის” მართვაზე მუშაობს.