7 მოთხოვნა კულტურის რეფორმისთვის! – ხელოვანთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “გილდია” კულტურის მინისტრს მიმართავს
თეა წულუკიანისთვის შედგენილ დოკუმენტში საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხელოვნების სფეროში დასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.
მათივე თქმით, სამინისტროს ბიუჯეტი არ ნაწილდება გამჭვირვალედ და სამართლიანად და იმისთვის რომ კულტურამ შეძლოს სრულფასოვნად ფუნქციონირება, რეფორმებია საჭირო.
7 მოთხოვნა ასე გამოიყურება:
- „კულტურის სტრატეგია 2025-ით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას,
შესაბამისად, კულტურის სექტორის იმგვარად მოწყობას, როგორც ეს დეკლარირებული გვაქვს
არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში; - კულტურის სფეროში, კერძო ინვესტიციების/ინიციატივების წახალისების მიზნით, სპონსორობის,
ფილანთროპიისა და ქველმოქმედების შესახებ კანონის დაუყოვნებლივ მიღებას; - კულტურის დაფინანსების წესის რეფორმის პროცესი უნდა გახდეს გამჭირვალე და რესურსები უნდა
გადანაწილდეს სამართლიანად; - კულტურის სფეროში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის
უზრუნველყოფას; - სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელობის მოდელის რეფორმასა და არჩევნების წესის ცვლილებას;
- ვითხოვთ, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის ფარგლებში, განავითაროს პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება
უფუნქციო ინფრასტრუქტურის შემოქმედებით ჰაბებად გარდაქმნაზე; - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სფეროს
წარმომადგენელთა ფართო ჩართულობა, პრობლემების იდენტიფიცირების დემოკრატიული
პროცედურის შემუშავება და განხორციელება;










