“ტოტენჰემის” ყოფილი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოს არის.
29 წლის დანიელმა, რომელსაც ევრო 2020-ის მატჩის დროს გული გაუჩერდა, პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბისგან მიიღო წინადადება და უკვე დღეს შესაძლოა ერთ-ერთთან კონტრაქტი გააფორმოს. დეკემბერში “ინტერმა” ერიქსენს კონტრაქტი გაუწყვიტა და ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია.










